ლევან კობერიძე: ვიღაც ძაღლის თავებს მარხავს, შაპიტოს ცირკი გრძელდება

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე  მიიჩნევს, რომ არეულობა საქართველოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის  რუსი დეპუტატისთვის, გავრილოვისთვის მირთმევით დაიწყო.

კობერიძე  არსებულ ვითარებას “შაპიტოს ცირკსაც” ადარებს.
„არადა, ყველაფერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის რუსი დეპუტატისთვის, გავრილოვისთვის მირთმევით დაიწყო – საკონსტიტუციო წესრიგის ხელყოფის მცდელობაზე გამოძიებაც და პასუხის მოთხოვნაც ზუსტად აქედან უნდა დაიწყოს! – ვიღაცას აშკარად არ უნდა, რომ ეს ესე მოხდეს და თავებს მარხავს … პ.ს. ლარი, ეკონომიკა, სასამართლო, სამუშაო ადგილები, მოსახლეობა აღარავის ახსოვს… შაპიტოს ცირკი გრძელდება …”,  – წერს ლევან კობერიძე “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები