„აი, ეს არის მართლაც კრემლის აგენტობა“ – ირაკლი კაკაბაძე

„ბატონ ჯულიეტას „რუსთავი 2-ზე” აშკარად უნდა, რომ პუტინმა საქართველო დაბომბოს. თვითონ ბატონი ჯულიეტა (ანუ გიორგი გაბუნია) კუდამოძიებული გაიქცევა საქართველოდან და უდანაშაულო ადამიანებს დაახოცინებს ბატონი პუტინს, რომელსაც ახლა საჯაროდ დედა შეაგინა“, – ამ სიტყვებით აფასებს უფლებადამცველი და მწერალი, ირაკლი კაკაბაძე „რუსთავი 2-ის“ წამყვანის მიერ საავტორო გადაცემაში ვლადიმერ პუტინის გინების ფაქტს.
„იცის რა, რომ ამაზე რუსეთის ავტოკრატ ლიდერს შეიძლება, ავადმყოფური რეაქცია ჰქონდეს – ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს, რომ რუსული ავიაციის ბომბებს უდანაშაულო ქართველი ბავშვები დაახოცინოს. აი, ეს არის მართლაც კრემლის აგენტობა – როცა აშკარად უწევ პროვოცირებას ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის ავტოკრატ ლიდერს, რომ შენი ქვეყანა დაბომბოს. “ნაცები” არიან კრემლის მთავარი თანამშრომლები და დაქირავებული პროვოკატორები. მათი წარმომადგენელი უდესიანი, რომელმაც ბესიკ ხარძიანი, იურა ვაზაგაშვილი და სხვები დახოცა უმოწყალოდ, იარაღით ბარიგობს (ზუსტი მონაცემები გვაქვს ამის შესახებ) და აგრეთვე იწვევს ოკუპანტებს, რომ დაბომბონ საქართველო. “ქოცები” კი “ნაცებს” ‘აგულავებენ’ შუა ქალაქში. ყველა პატრიოტი უნდა გაერთიანდეს, რომ არ დაუშვას ეს პროვოკაციები. “ნაცების” ქმედებებმა გამოიწვია და “ქოცები” დამნაშავეები არიან, რომ ეს კრემლის აგენტები ‘კოჰაბიტაციაში’ ლოგინში დაიტოვეს და მათთან დანაშაულებრივი კავშირი აქვთ. ამას ჰქვია ‘მოქალაქეთა დანაშაულებრივი კავშირი’ – რომლის მამაც და დამფუძნებელიც იყო ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები