“გვარამია-გაბუნიას ტანდემს “რუსულენოვანი მონოლოგი” დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოს აუწყონ, პუტინის გინების გამო ხელისუფლებამ “რუსთავი 2″ წაგვართვაო!”

“როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, ამ დღეებში “რუსთავი2″ ქიბარ ხალვაშს უნდა დაუბრუნონ”, – ამის შესახებ მამუკა აჩბა სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, გვარამია-გაბუნიას ტანდემს გუშინდელი ,,რუსულენოვანი მონოლოგი” დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ საქართველოს მოსახლეობას აუწყონ: პუტინის გინების გამო პრორუსულმა ხელისუფლებამ “რუსთავი 2” წაგვართვაო.
“როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, ამ დღეებში “რუსთავი2″ ქიბარ ხალვაშს უნდა დაუბრუნონ…გვარამია-გაბუნიას ტანდემს გუშინდელი ,,რუსულენოვანი მონოლოგი” დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ საქართველოს მოსახლეობას აუწყონ: პუტინის გინების გამო პრორუსულმა ხელისუფლებამ “რუსთავი 2” წაგვართვაო!
ვინ უნდა დაიჯეროს ის, რომ ტელეგადაცემის წამყვანის მონოლოგი ამ გადაცემის პროდიუსერთან ან თუნდაც გვარამიასთან შეთანხმებული არ იყო (ასე არ ხდება)…და თუ არ იყო, მაშინ რატომ აცეცებს თვალებს გაბუნია “სუფლიორისკენ”?
დროა, ალბათ, დავფიქრდეთ იმაზეც, რომ ხალვაშისთვის “რუსთავი2-ის” დაბრუნების(?) შემდეგ სისხლიან “ნაცმოძრაობას” არ ექნება ,,საკუთარი რუპორი”, მაგრამ გაჩნდება ჩვეულებრივი, ერთფეროვანი, მშვიდი, იდილიური ცხოვრებისეული სიუჟეტებით სავსე ,,იმედი 2″ !!!
რ უ ს ე თ ი ო კ უ პ ა ნ ტ ი ა ! !”, – წერს მამუკა აჩბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები