სოფიო ქაცარავა: ეს ქმედებები მიზნად ისახავს არეულობის პროვოცირებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფიო ქაცარავა „რუსთავი 2-ის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებები.
„რთულად წარმოსადგენია, რამდენად შორს შეუძლია „რუსთავი 2-ს”, წავიდეს თავისი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს არის უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს არეულობის პროვოცირებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს”, – წერს სოფიო ქაცარავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

7 ივლისს  გადაცემა  P.S.-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები