სულხან სალაძე – „მოგვწონს თუ არა“…

„მოგვწონს თუ არა, ის, რაც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტშია, უნდა იყოს დაცული. რაც არ მომწონს, არ ვუყურებ საერთოდ, ეს არის ჩემი პროტესტი და პოზიცია“, – ამ სიტყვებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე „რუსთავი2-ის“ ეთერში წამყვანის მიერ ვლადიმერ პუტინის გინების ფაქტს გამოეხმაურა. სულხან სალაძე “ფეისბუქსტატუსში” აღნიშნავს:
„ის, რომ “რუსთავი 2” უნდა დაიხუროს, გაბუნიამ და გვარამიამ უნდა დატოვონ ქვეყანა ან გამოძიება დაიწყოს, სამართლებრივად აბსურდული მოთხოვნებია. ასეთი რამ ჩვენ ირგვლივ იმ ქვეყნებშიც კი აღარ ხდება, სადაც გამოხატვის თავისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
ხელისუფლება საქართველოში დღეს არსებულ სტანდარტს გამოხატვის თავისუფლების კუთხით ნამდვილად ვერ გააუმჯობესებს, რადგან ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო კანონი. თუ ხელისუფლებას სურს, რომ გაძლიერდეს ეს სტანდარტი, მან, უბრალოდ, თვითრეგულირების გაძლიერებას უნდა დაუჭიროს მხარი“, – წერია სალაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები