გია ვოლსკი: გაბუნიას განცხადება პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ(ვიდეო)

0
“ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ პუტინისადმი გაკეთებული მიმართვის თაობაზე აღნიშნა.
მისივე თქმით, სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლებისა და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ.
“კიდევ ერთხელ ვუსვამთ გაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი. ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

კომენტარები

კომენტარი