ლევან ნიკოლეიშვილი: გაბუნიას გუშინდელი მონოლოგი დიდი პროვოკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია

“ადრე საქართველოში გინების „ტრადიცია“ არ არსებობდა, სამწუხაროდ, როგორც წესი, ესეც სხვისგან გადმოვიღეთ”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, გაბუნიას გუშინდელი მონოლოგი დიდი პროვოკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
“ადრე საქართველოში გინების „ტრადიცია“ არ არსებობდა, სამწუხაროდ, როგორც წესი, ესეც სხვისგან გადმოვიღეთ. ურიცხვი მტრისგან განაწამებ და მტრისგან ბრძოლით დაღლილ საქართველოში მოგვიანებით წყევლა გამოჩნდა – წყევლა, რომელიც ისევ და ისევ ღალატით გამწარებულ ქართველს აღმოხდა: „მოღალატეს ხმალი გადუტყდეს ვადაში“, „უკან დამხევს ლეჩაქი ეხუროს თავზედა“ ან უფრო საშინელი „ მოღალატეს დედა შაერთოს ცოლადა.“ ყველა მათგანი ბრძოლასა და ღალატთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება გინებას – სისუსტის, უზრდელობისა და არასრულყოფილების ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ, გაბუნიას გუშინდელი მონოლოგი კი დიდი პროვოკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაძლოა, “რუსთავი2-ის” ერთგვარ ალიბსაც წარმოადგენდეს და ახალი ლოზუნგის “გამოცხობასაც” ემსახურება – „პუტინის გინების გამო თავისუფალ სიტყვას ახშობენ“. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – ვისაც საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა მოსწონს, მართლაც არანორმალურად და ავადმყოფად მიმაჩნია. მაგრამ გაბუნიას გუშინდელი საქციელი სწორედ იმ დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ მანამდეც ვხედავდით, იგივე გვარამიას გინების კორიანტელით პირდაპირ ეთერში. დღეს მათი მხრიდან ვითომ გაბუნიას განცხადებაზე გამიჯვნა კიდევ ერთი ხრიკი გახლავთ. რეალურად კი ეს ხალხი რასაც აკეთებს, სხვადასხვა ხერხით დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემა P.S-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. რუსულენოვან მიმართვაში მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები