10 პირს, რომელსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებოდა ბრალად, პატიმრობა შეეფარდა

ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა გამოიტანა. ​

რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა.

​პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობს, სწორედ ამიტომ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარეების შუამდგომლობები გირაოს შეფარდების თაობაზე და აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა იქნა გამოყენებული. ​

პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ქურდული სამყაროსთან რაიმე სახის კავშირს უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები