თბილისში მომხდარი საბურავების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუშინ, გამთენიისას, ზ. ვეშაპურის ქუჩაზე, 1994 წელს დაბადებული თ.ჯ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანიდან 4 საბურავი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული საბურავები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები