ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბრალი უკვე წარედგინა ერთ-ერთ დაკავებულს ბესიკ თამლიანს. როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა თამლიანის ადვოკატმა განაცხადა, კონკრეტული მტკიცებულება, რომ თამლიანი აპირებდა პარლამენტში შეღწევას და ძალადობას საქმეში არ არსებობს.

„გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ბესიკ თამლიანმა ჩაიდინა ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ერთადერთი ატომური იარაღი არაა მითითებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები