დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა1971 წელს დაბადებული პ.შ., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ა.ვ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები