გიგა მაქარაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

​თბილისში, რუსთაველი გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც საკუთარ “ფეისბუქპოსტში” მასზე მუქარის შესახებ საუბრობდა და შსს-ს მიმართავდა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
​როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მას სოციალური ქსელის მომხმარებელი ღიად ემუქრებოდა. მას აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიც ჰქონდა მონიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები