“მჯერა, რომ სწრაფი და ეფექტური გამოძიების შედეგები საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს უპასუხებს”

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.
ჟურნალისტის კითხვაზე – ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას და რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ საჭიროა, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.
„ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძებამ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სწრაფი და ეფექტური გამოძიება და გამოძიების შედეგები საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს უპასუხებს. გამოძიებას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები