სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისივე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები