შეკვეთილში აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა.
პირველი არხის ინფორმაციით, მინდია ადაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადაძეს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადაძე და აქციის კიდევ ორი მონაწილე შეკვეთილში მეექვსე დღეა შიმშილობენ. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და გახარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.