როდესაც ხალხის ტალღა ვიწყებდით ყვირილს, ამ დროს იწყებდნენ რატომღაც “ნაციონალებიც” ყვირილს – დაშავებული დემეტრე ნაყოფია 20 ივნისს აქციის დაშლის პროცესს იხსენებს
შეტევაზეც არ მივდიოდი, მე მივდიოდი იმიტომ, რომ დავამყარეთ რაღაცა დონის კავშირი იმ წინა ხაზთან – ფარიანი ბიჭები იდგნენ. მე მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მესმის მათი მდგომარეობის, როდესაც ფიცი აქვთ დადებული და სამშობლო უნდა დაიცვან, – ამის შესახებ 20 ივნისს, აქციაზე დაშავებულმა დემეტრე ნაყოფიამ რუსთაველზე იმ ღამით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
„კიბესთან აღმოვჩნდით უცებ, გადმოაგდეს გაზის ბალონები დასაშლელად. ამითი დაშალეს 5 წუთით ხალხი. 5 წუთში ისევ დავბრუნდით. თუმცა, მე მესმის მათიც, მე ახლა ვუშვებ იმ ფაქტსაც, რომ ნებისმიერ სხვა ევროპული ქვეყნის მთავრობის სახლს ვინმე რომ დაესხას გაზის ბალონს კი არა, ბოდიში და შეიძლება “ისტრიბიწელი” გადმოაფრინონ.
შეტევაზეც არ მივდიოდი, მე მივდიოდი იმიტომ, რომ დავამყარეთ რაღაცა დონის კავშირი იმ წინა ხაზთან – ფარიანი ბიჭები იდგნენ. მე მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მესმის მათი მდგომარეობის, როდესაც ფიცი აქვთ დადებული და სამშობლო უნდა დაიცვან. ახლა კი იტყვის ადამიანი, სამშობლო იქაა, სადაც მოსახლეობაა, მაგრამ აქ კიდევ მეორე მხარეა, კონსტიტუციური მხარე.
არ დაბნეულან. უცებ მოხდა, ვინც ვიყავით იქ, ბოლოს ძალიან ცოტა ხალხი შემოვრჩით, ფარები აგვაფარეს. წინ გადმოწიეს ფარები – შემოდითო, პირბადეები, ეს ყველაფერი მოგვიწყვეს საერთოდ უპრობლემოდ და დაგვიცვეს. მართლა დაგვიცვეს. თავისის მოვალეობა შეასრულეს პირნათლად.
რაც იყო ყველაზე მთავარი, როდესაც ხალხის ტალღა მოგვაწვებოდა და ვიწყებდით ყვირილს, ადრენალინი, ყველაფერი – ამ დროს იწყებდნენ რატომღაც “ნაციონალებიც” ყვირილს. იმ წუთშივე ვწყვეტდით ამ ყვირილს პარლამენტის მიმართ, ვინც ვიყავით იქ ერთი დაჯგუფება და შემდეგ ვიყოლიებდით ყველას. ვტრიალდებოდით და ვუწყებდით “ნაციონალებს” გაჩუმებას, ლანძღვას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვლანძღავდით “ნაციონალებს” – თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ჩვენი ქვეყნის ამბავს. აქ იყო გარკვეულად ჩვენი და ხელისუფლებას შორის რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით.
ჩვენ ყველას გვახსოვს 2012-2010-2009 წლები. ეს წლები გამოვიარეთ ჩვენ ქართველმა ხალხმა და ელემენტარულად, ჩემი აზრით, ჩემი რჩევა იქნება, როგორც რიგითი მოქალაქის, თუ ვინმე ყურს მიგდებს, რომ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეთ უფლება ამ პარტიას, რომ ამდენი ილაპარაკონ და მით უმეტეს თუ პროვოკაცია არის, ამხელა პროვოკაცია მოხაზონ. უბრალოდ არ უნდა ჰქონდეთ გასაქანი იმ ძალას, რომელმაც მაშინ ჩვენ ეს გვიქნა,” – განაცხადა დემეტრე ნაყოფიამ.
პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას ნაყოფიას თვალი და თავი დაუზიანდა. ექიმებმა ინტენსიური მკურნალობის შედეგად მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს. ნაყოფია კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.