შსს-მ ბათუმში ავტომობილების გაქურდობის ფაქტზე სამი პირი ამხილა

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე 4 ავტომობილი გაქურდეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციაში შეტყობინება მომხდართან დაკავშირებით დღეს შევიდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი 3 პირი ცხელ კვალზე დაადგინეს და ავტომობილების ნაქურდალი ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

„მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები