“„ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში”

„ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი წერს და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეხმაურება.
„ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში (გამონაკლისს ვუშვებ, რაც არსს ვერ შეცვლის)))) „ქოცების“ ორბიტის დეკლარირებული პრორუსებიც და დეკლარირებული პროდასავლელებიც იქ არიან. ამომრჩეველს ეტყვიან – არც „ნაცი“ და არც „ქოციო“, პარლამენტში კი „ნაცებისგან“ „ქვეყნის გადასარჩენად“ „გაქოცდებიან“. მარტივია“, – წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში“.
პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
პრეზენტაციას არ ესწრებობდნენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგრეთვე, „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის “რესპუბლიკელებიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები