ნიკა მელიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაიმართება

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაიმართება. როგორც „კვირას“ სააპელაციოდან აცნობეს, პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის, ასევე, ნიკა მელიას ინტერესების დამცველის საჩივრები. საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები