პირს, რომელმაც მუხიანში მოქალაქე ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა, 8 წელი მიესაჯა

გაუპატიურებაში ბრალდებულს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს  თბილისში, მუხიანის I მიკრო რაიონში რ.ა.-მ ელექტროშოკის გამოყენებით თ.კ. უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2019 წლის 1-ელ იანვარს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გაუპატიურება) წარუდგინა. რ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები