შსს “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ კადრებზე: აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა მანქანის მტვრევის ეპიზოდში

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სპეცრაზმს გაექცა და თავს ავტოფარეხს აფარებს შენობის მე-2 სართულიდან აგდებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მოქალაქე ნ.რ, რომლის დაკავების კადრებსაც მედიასაშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის – მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოდ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ.
“ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი მოქალაქე – ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედიასაშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის – მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოდ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ. დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები