დღეიდან თბილისში მეტროპოლიტენი 23:00 საათამდე იმუშავებს

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე წყვეტს.
მეტროპოლიტენის ახალ განრიგთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5 მაისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ირკვევა, მიზეზი ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„მეტროში არსებული მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი თანამედროვე „აისო“ (ISO) სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები