თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა

თბილისი- რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები