საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი შემდეგნაირია:

მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;

მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.

ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი:

ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.
ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
ქ. თბილისის 175 ა საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
ქ. თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
ქ. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;
ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ;
ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;
ქ. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №34;
ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ;
ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127;
ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის №15;
ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35;
ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47;
ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, ქუთაისის ქ. №6;
ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
დ. ხულოს საჯარო სკოლა – დ. ხულო, შავაძის ქ. №3.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები