გიორგი ვოლსკი: გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი მოსკოვში წავიდა, თურმე რუსეთის მოქალაქეა და იქ უნდა იმკურნალოს, ერთის მეუღლე კი საერთოდ კრემლში აღმოჩნდა

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების და მათი ოჯახისწევრების მოსკოვში ვიზიტებს ეხმიანება.

„გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი ეხლა მოსკოვში წავიდა, თურმე რუსეთის მოქალაქეა და იქ უნდა იმკურნალოს, ერთის მეუღლეკი საერთოდ კრემლში აღმოჩნდა, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი მოს­კოვ­ში, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში 18 ივ­ნისს იმყოფებოდა.

ყო­ველ წელს, ივ­ნი­სში აგ­რი­ფი­ნა ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მოს აწყობს, რო­მელ­საც აკა­დე­მი­ის ცნო­ბი­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბი, ბა­ლე­ტის ოს­ტა­ტე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები