„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ
თბილისში გამართული მსვლელობის „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები პირველი რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.
„თავისუფლების მარშის“ ორგანიზატორები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რომელთაც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეუერთდნენ, ასევე, მსვლელობას შეურთდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.
თავისუფლების მოედნის შემდეგ, აქცია წინა დღეების მსგავსად, პარლამენტთან გადაინაცვლებს და იქ გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები მსვლელობას დროშებითა და ტრანსპარანტებით მართავენ. მათ შორის მათ აქვთ ტრანსპარანტები, რომელზეც სიმბოლურად გამოსახულია თვალი და წარწერა „წადი“ აქციის მოთხოვნის შესაბამისად.