რუსთაველის გამზირი, მიმდინარე აქციის გამო, გადაკეტილია

ამ წუთებში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან. მათ რესპუბლიკის მოედანთან აქციის მონაწილეები შეუერთდებიან, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე „თავისუფლების მარშის“ აქციას შეუერთდებიან.

გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნისკენ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები