ქართველი პოლიტიკოსი ბრიუსელის ტრიბუნიდან ევროპელებს ქართული ტურიზმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და სოციალურ კამპანიას უერთდება

ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა ბრიუსელში კონგრესის ბიუროს სხდომაზე ევროპელ კოლეგებს მიმართა და დამსწრე საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე მორიგი ზეწოლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ამჯერად, რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ტურისტულ სააგენტოებს საქართველოში სამოგზაურო ტურების ორგანიზება აუკრძალა. მისივე თქმით,ტურისტული სეზონი საქართველოში უკვე დაწყებულია და შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ ასეთი რადიკალური ცვლილება უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე.

“ეს ნამდვილად გამოწვევაა, მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ეს გამოწვევა სასიკეთოდ გამოიყენოს და ახალი შემართებით, მეტი ძალისხმევა მიმართოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებისაკენ.
მე მოგმართავთ თქვენ, ჩემს და ჩემი ქვეყნის მეგობრებს, შემოგვიერთდეთ და მხარი დაგვიჭიროთ ამ ძალისხმევაში. თითოეული თქვენთაგანი თქვენს ქვეყანაში დიდ ავტორიტეტს წარმოადგენთ, თქვენი ნაბიჯები, გადადგმული ხსენებული მიმართულებით, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენი ქვეყნისათვის ამ გამოწვევის გადასალახად”, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ კამპანიაში სხვადასხვა ქვეყნის ათობით წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

თამარ ტალიაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, სადაც მისი კოლეგები სოციალურ ქსელში დაწყებულ ქართულ კამპანიას უერთდებიან.
იხილეთ ლინკი –https://www.facebook.com/GDTamarTaliashvili/photos/a.125412644779786/385570422097339/?type=3&theater

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები