განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი დაცული იქნება
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, უწყება აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.