ლევან ბუთხუზი: ამ რევოლუციურ თუ მღელვარების პროცესს შესაძლებელია, პირობითად და მეტაფორულად, გეირევოლუცია დაერქვას

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, ლევან ბუთხუზმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს გეირევოლუცია უწოდა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ამ რევოლუციურ თუ მღელვარების პროცესს შესაძლებელია, პირობითად და მეტაფორულად, გეირევოლუცია დაერქვას, იმიტომ, რომ გავიხსენოთ საიდან დაიწყო ეს პროცესი – საბაბზე მაქვს ლაპარაკი და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი გაგრძელდება – ლგბტ თემი ითხოვდა პრაიდის ჩატარებას, ამას მოჰყვა, რა თქმა უნდა, რუსეთის გააქტიურება, შემდეგ ფალავანდიშვილი-ვასაძეების ის, რაც ვიცით. ამ ადამიანებმა უკან არ დაიხიეს, შემდეგ აამუშავეს ეს ფსევდო-მართლმადიდებლური რაღაცა კონფერენცია, ჩამოიყვანეს ეს ადამიანი და ვიცე-მეფის სკამზე დაგვისვეს. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, – ამბობს ლევან ბუთხუზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები