მილანში, იზა ქავთარაძის ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტზე, იტალიელმა სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი დააკავეს

მილანში, იზა ქავთარაძის ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტზე, იტალიელმა სამართალდამცველებმა გუშინ 37 წლის მამაკაცი – მ.კ. დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი გარდაცვლილის მეგობარი იყო და ის სიერა-ლეონეს რესპუბლიკის მოქალაქეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მ.კ.-მ, იზა ქავთარაძეს გარდაცვალებამდე, დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მიჰყიდა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია, თავად კი სასტუმრო დატოვა და მიიმალა.

გამოძიების ინფორმაციით, მ.კ. ნარკოტიკული საშუალების – ჰეროინის გამსაღებელი იყო. მან აღიარა, რომ სასტუმროს იმ ოთახში, სადაც იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს, თავადაც იქ იმყოფებოდა. იტალიელმა სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, მ.კ-ს მობილური ტელეფონი ამოიღეს, სადაც გარდაცვლილის ფოტოებია დაფიქსირებული.

ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი კიდევ ერთ დანაშაულშია მხილებული – სავარაუდოდ, მას ქურდობის ბრალდებასაც წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში, გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონა მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. მაშინ, იტალიურმა პრესამ ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ სტატია სათაურით – „ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ გამოაქვეყნა. სასტუმროს ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ერთჯერადი შპრიცები, შავი კოვზი და გაცხელებული ჰეროინიც აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება დასახელდა.

იზა ქავთარაძე საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა. ამის შემდეგ, მან სწავლის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა და 2018 წელს მილანში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები