თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა
დღეს თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, შეფერხებით მუშაობდა. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შეფერხების მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო, რომლის აღმოსაფხვრელადაც, სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად 11:00 საათიდან განახლდა.
“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად 11:00 საათიდან განახლდა. შეგახსენებთ რომ ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა – ფშაველა” და „სახელმწიფო უნივერსიტეტი” 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობდა და ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პრობლემის აღმოფხვრა დროულად შეძლეს.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი”- „ვარკეთილი”) შეუფერხებლად მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის“,- ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.