არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს ოჯახთან ერთად შეხვდა
პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ოჯახთან ერთად ესტუმრა. მან უწმინდესს ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემს ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”,- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.