სახილ ალახვერდოვი ევროპული თამაშების ფინალშია – მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი (-49 კგ.) იტალიელ ფედერიკო სერას დაუპირისპირდა. მან გამარჯვება მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, ანგარიშით 3:2 მოიპოვა და ტურნირის ფინალში ოქროსთვის იბრძოლებს.

სახილ ალახვერდოვს მინიმუმ ვერცხლის მედალი აქვს გარანტირებული. შეგახსენებთ, რომ წელს, კრივში, ევროპული თამაშები, ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები