შეკვეთილში აქციის მონაწილეები დენდროლოგიურ პარკში შესვლას ცდილობენ
ხმაურია შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან. აქციის მონაწილეები საყვირებითა და შეძახილებით პარკში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა, მიმდინარეობს და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. აქციის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს სამი პირი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მითხოვენ.
წყარო: 1tv.ge