ხობისწყალში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სამეგრელოში, ხობში, მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, ოჯახის წევრები მას ორ დღეს უშედეგოდ ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.