დადიანის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, გადასასვლელ ხიდთან „ავერსის“ აფთიაქი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფთიაქში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ გარკვეული თანხა წაიღო და ადგილიდან მიიმალა.
აფთიაქის თანამშრომლები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები