გიორგი გახარია: უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და ფიზიკური იერიში მიჰქონდათ.

„უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას. უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა, მოქმედები, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. თუ ასეთი დაფიქსირდება. ამ კონკრეტული შემთხვევის ქმედება იქნება. უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და იერიში მიჰქონდათ ფიზიკური. ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელსა პასუხს ამას გასცემს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი. რაც ჩვენ რეგიონალურ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე, ჩვენ მახრეს სამართალდამცველი სისტემის მხარეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე არსებობს, რომელსაც იძიებს პროკურატურა. რომელ გამოძიებაშიც ჩვენ ვთქვით, პროკურატურამ თქვა და ჩართულია სახალხო დამცველი ღიაა ამ გამოძიების კარი და ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი ჩვენ ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები