ნიკა მელიას ადვოკატმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
გარდა ამისა, ადვოკატმა სასამართლო კოლეგიას პარლამენტის წევრების წერილი წარუდგინა, სადაც ბრალდებულ პირს დეპუტატები თავდებში უდგებიან.
სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რომელიც უალტერნატივოდ – თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, პროკურორმა განმარტა, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს და, გარდა ამისა, მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე, მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები