საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო.
დარბაზში იმყოფებიან ნიკა მელიას კოლეგები, მხარდამჭერები და მეგობრები.
მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე, მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები