გია ვოლსკი: ჩვენ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზია

„ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ნიკა მელიას მიმართ, ეს არ არის პარლამენტის საქმე.
ვოლსკი ფიქრობს, რომ იმ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ და კოლეგებმა ერთმანეთის მოსაზრებებს მოუსმინონ.
„ალბათ, მთელმა გუნდმა უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ვფიქრობ, კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ. ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არ არის პარლამენტის საქმე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი მიუძღვოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად. ერთი სიტყვის გულისთვის ჩასვეს და ახეხინეს შვიდი წელი ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც კოდორის ხეობასთან ახლოსაც არ ყოფილა და იმუნიტეტის თაობაზე არ ჰქონია არანაირი პრეტენზია. იგივე პრეტენზია თუ აქვს გამოძიებას კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, გასცეს პასუხი სასამართლოს ისე, რომ არ ქონდეს იმუნიტეტის იმედი. თან იმუნიტეტი კი არ შეუწყდა, შეუჩერდა, რათა გამოძიებას ჰქონდეს საშუალება ჩაატაროს პროცედურები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს ვერ გაიგეს, თუ გაიგეს და აქვთ სხვა გადაწყვეტილება, ვიმსჯელოთ ამაზეც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები