კოლუმბიის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

კოლუმბიაში, არაუკას რაიონში სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, მინიმუმ, ხუთი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “რედ+” ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ აამოქმედა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბაზის ტერიტორიაზე. აფეთქებების მეორე სერია სწორედ იმ დროს დაიწყო, როდესაც ფორტულის მუნიციპალიტეტის თვითმფრინავი ბაზას მიუახლოვდა, რათა დაშავებულები ინციდენტის ადგილიდან გამოეყვანა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა კოლუმბიის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები