კატალონიაში, ტყის ხანძრის გამო, 30 ოჯახია ევაკუირებული
კატალონიის ტარაგონას რაიონში, ტყის ძლიერი ხანძრის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 ოჯახის ევაკუირება განახორციელა.
სტიქიის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ავტომაგისტრალების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტყის მასივზე ცეცხლი 26 ივნისს, შუადღის საათებში გაჩნდა. ხანძრის შედეგად უკვე 3 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გადამწვარი.
ამ დროისთვის, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება უკვე დაიწყო.