ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

0

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, 62 წინააღმდეგი წავიდა, 15-მა კი თავი შეიკავა.

საპარალამენტო ასამბლეის დეპუტატებმა უარი თქვეს უკრაინის, საქართველოს, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ წარდგენილი შესწორებების დამტკიცებაზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა.

სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი