პროკურორი: სსკ 225-ე მუხლის თანახმად, იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განმარტებით, სსკ 225-ე მუხლის თანახმად, იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად.
„ბანერის, ბოთლის, ნებისმიერი სხვა საგნის გამოყენება 225-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს იარაღის გამოყენებას. აქ არ იგულისხმება ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი. ეს მუხლი განმარტავს, რომ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად. ცარიელი ბოთლები რამდენად იყო იქ, ვერ გეტყვით, მაგრამ მოცემულ საქმეში თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ასობით მაგალითად ქვებით სავსე პოლიეთლენის ბოთლები, საკმაოდ დიდი ზომის ქვაფენილის ქვები, სხვადასხვა საგანი, ნივთი, მათ შორის – დამტვრეული ბანერების რკინის კონსტრუქციები, ხელკეტები, ფარები, რომელიც გამოყენებული იქნა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების დროს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები