პროკურორი: ნიკა მელიას სახელმწიფო ბრალდება არ ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე

„ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება არ ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე“, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„არსად წერია, რომ ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, აქ საუბარი არის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე. დამეთანხმებით, ხელმძღვანელობა და ორგანიზება სხვადასხვა საკითხია, მით უმეტეს, არსად  წერია ჩვენს წინადადებაში, რომ ორგანიზებული ჯგუფის შექმნა იყო მისი, ასე ვთქვათ, მთავარი საკითხი მოცემული ქმედებების დროს“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის სხვა საქმის არსებობასა და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების ფაქტს – ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უკვე გაეცა პასუხი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე – რომ დაწყებულია გამოძიება.

„მათ შორის რამდენიმე პოლიციელს უფლებამოსილება   აქვს შეჩერებული და კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვების, კონკრეტული სტანდარტის შექმნის შემთხვევაში აუცილებლად, მყისიერად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, რის თაობაზეც საზოგადოება ასევე დროულად იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები