შსს iplus-ში შეჭრასთან და გამყიდველის მძევლად აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, “112”-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ. რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია “iplus”-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს – თ. კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები