შემზარავი ტრაგედია აშშ-მექსიკის საზღვართან – მდინარე რიო გრანდეს ნაპირზე მამა-შვილის ცხედრები იპოვეს (ფოტო) +18

სალვადორელი მამა-შვილის ცხედრები აშშ-ს შტატ ტექსასში, მდინარე რიო გრანდეში დამხრჩვალი იპოვეს. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მექსიკური გამოცემა La Jornada ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ფოტო, რომელიც ჯულია ლელ დასმა შემთხვევის ადგილზე გადაიღო, კარგად ასახავს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე განვითარებული მიგრაციის კრიზისის საშინელ რეალობას.
გარდაცვლილი მამაკაცი 26 წლის ოსკარ ალბერტო მარტინეზია. გავრცელებული ინფორმაციით, ის, თავის ცოლ-შვილთან ერთად, აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთას რიო გრანდეს მდინარის გადაცურვით ცდილობდა. მას თავისი 23 თვის ქალიშვილი მდინარის მეორე ნაპირზე, ამერიკის მხარეს ჰყავდა უკვე გადაყვანილი და ცოლის გადმოსაყვანად მიბრუნდა, გოგონა მამას უკან გაჰყვა და წყალში გადახტა. უბედური შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. შვილის დასახმარებლად მობრუნებული ალბერტო ვერც თავად გადარჩა და ვეღარც შვილს დაეხმარა.
ფოტოზე ჩანს, რომ პატარას მამის კისერზე აქვს ხელი შემოხვეული, სავარაუდოდ, ის დახრჩობის მომენტში მამას ეხუტებოდა.
ალბერტო მარტინეზის მეუღლე, ტანია ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ ის ხედავდა, როგორ იხრჩობოდა მისი ქმარ-შვილი.
​ცხედრები მდინარე რიო გრანდეს სანაპიროზე, მექსიკის მხარეს, ორშაბათს იპოვეს, შემთხვევა კი კვირას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები