რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სარატოვში ISIS-ის ტერორისტი მოკლეს და ტერაქტი აღკვეთეს (ვიდეო)

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სარატოვში ტერაქტი აღკვეთა. უწყების ცნობით, თავდასხმას ხალხმრავალ ადგილას აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია ISIS (“ისლამური სახელმწიფო”) ამზადებდა. მათივე ინფორმაციით, დაჯგუფების წევრი, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა, ლიკვიდირებულია.
“სარატოვში ტერორისტული თავდასხმის მზადება აღიკვეთა, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება – “ისლამური სახელმწიფო” (ISIS) ამზადებდა. დაჯგუფების წევრი ტერორისტი ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
როგორც უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ტერორისტს სნაიპერის იარაღისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და განადგურების სხვა საშუალებები აღმოუჩინეს. ასევე, მათივე ცნობით, დაჯგუფების წევრს საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში ლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი, სადაც ასაფეთქებელ საშუალებებს ამზადებდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ბოროტმოქმედს “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურებისთვის ერთგულების ფიცი ჰქონდა მიცემული და მათი დავალებით მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები