საქალაქო სასამართლო: აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „მიმდინარე წლის 25 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები